ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“საქმეში არსებული ვიდეო მასალა, მერწმუნეთ, იმდენად მძიმე მოსასმენია, რომ შოკში ჩაგაგდებთ”

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, “მეტრონომთან” საუბარში ამბობს, რომ ჩანაწერში, რომელიც პროკურატურას აქვს, მკვლელობის მომზადების პროცესი არის ასახული.

მისი თქმით, აღნიშნული მზადება პატრიარქს და მის უახლოეს გარემოცვას უკავშირდებოდა, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე მამალაძე საუბარს ერიდება და ამბობს, რომ გაუთქმელობის ხელწერილი მეტის თქმის უფლებას არ აძლევს.

ჟურნალისტი პროკურატურას მოუწოდებს, რომ  მტკიცებულებების გასაჯაროება მოხდეს, რათა  საზოგადოება დარწმუნდეს, რომ რეალურად მძიმე დანაშაული აღიკვეთა.

”ძალიან მიკვირს როდესაც საზოგადოებაც და ჟურნალისტებიც მტყუან-მართლის გარკვევით არიან დაკავებულები. რატომ არავინ ითხოვს, რომ პროკურატურამ საქმის მასალები გაასაჯაროოს?

საქმეში არსებული ვიდეო მასალა, მერწმუნეთ, იმდენად მძიმე მოსასმენია, რომ შოკში ჩაგაგდებთ. ეს მძიმე დანაშაული იყო მკვლელობის მომზადება და მთელი ეს მომზადების პროცესი ასახულია ამ ჩანაწერებში, მტკიცებულებებში. ეს მკვლელობა ცალსახად უკავშირდება პატრიარქს და მის გარემოცვას. მაგრამ ამაზე გამოძიებამ საბოლოო ვერსია უნდა დადოს და გამოკვეთოს”, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

ირაკლი მამალაძის თქმით, თავდაპირველად ის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო პროკურატურაში ან რომელიმე საგამოძიებო უწყებაში წასვლის, თუმცა მას შემდეგ, რაც მძიმე დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, მან საგამოძიებო ორგანოებს მიმართა. როგორც მამალაძემ აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძის მხილება მისთვის მძიმე იყო, რადგან მასთან გარკვეული ნათესაური კავშირი აქვს.

იტვირთბა....