ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოძახების ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა მამაკაცი უკვე  გარდაცვლილი დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობდა. ცეცხლი ამ ეტაპზე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

იტვირთბა....