ე.წ. მატროსოვის ციხეში დაკავებული დეკანოზი დღეს მისმა უფლებადამცველმა, გიორგი ფანცულაიამ და მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მოინახულეს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არაა:
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბილეო არაა- კვლავ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა. პერიოდულად, წნევის პრობლემები აქვს. უტარდება გამოკვლევები და მკურნალობა. მეოთხე დღეა არ დაურეგულირდა სიცხე. აქვს კვლავ საბრძოლო განწყობა. მას გადავეცით პატრიარქის პოზიცია”-განაცხადა ადვოკატმა.
არასამთავრობო ორგანიზაზიები და საია პროკურატურისგან მოითხოვენ, დაცვის მხარეს გაუთქმელობის ხელწერილი უნდა მოუხსნას.
დეკანოზ მამალაძესთან ასევე იმყოფებოდა ჭყონდისი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა, რომელიც მამალაძისნგატავისყფლებას დაუყონებლივ ითხოვს. მისი აზრით, პატრიარქის მდივან-რეფერანტი, შორენა თეთრუაშვლი წარმოადგენს ეკლესიის და ქვეყნის მტრების პოზიციას.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულია დეკანოზი მამალაძე, რომელიც, პროკურატურის ინფორმაციით, ციანიდით მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოკვლას აპირებდა.
მოგვიანებით, “რუსთავი 2”-მა გაავრცელა მამალაძის წერილი, სადაც ის ამბობს, რომ საპატრიარქოში ქონების განკარგვა სწორად არ ხდება.
“რუსთავი 2”-ის ეთერშივე, მეუფე პეტრე ცაავამ და მორჩილმა სიდონიამ განაცხადეს, რომ მამალაძის წერილი სიმართლეს ასახავს.
“რესპუბლიკურმა პარტიამ” კი საპატრიარქოს დაფინანსების გადახედვა მოითხოვა.
პატრიარქმა ბერლინიდან მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ დეკანოზ მამალაძის ირგვლივ შექმნილია უცნაური სიტუაცია და მასზე კარგის მეტი არაფერი მოუსმენია.