ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ჩემი ეჭვით, ეს მიმართული იყო მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ”

ჩემი ეჭვია, რომ ნაწილობრივ ეს ასევე იყო მიმართული ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ,-ამის შესახებ განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ,  დეკანოზ გიორგი მამალაძის მატროსოვის ციხეში მონახულების შემდეგ.

მეუფე პეტრეს განცხადებით,  ხელისუფლებას და საპატრიარქოს საერთო განცხადების გაკეთება მოუწევს:

“როდესაც პატრიარქის თანხლები პირებისა და წმნიდა სინოდის წევრებისა ჩამოვა და ჩვენ შევიკრიბებით, ხელისუფლებასთან ერთად უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება განცხადება გაკეთდეს და ალბათ მოგვიწევს საერთო პრესკონფერენციის გაკეთება. მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო და ეს არის “კგბ- შნიკური”, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა.

ჩემი ეჭვია, რომ ნაწილობრივ ეს ასევე იყო მიმართული ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ. “- განაცხადა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში.

ცნობისთვის, მეუფე დიმიტრი, გავრცელებული ხმებით, პატრიარქის მემკვიდრედ მოიაზრება.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი მამალაძე, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია მაღალი სასულიერო იერარქიის პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. ამასთან დაკავშირებით, მეუფე პეტრე დაკავებულ დეკანოზთან ციხეში მოსანახულებლად იყო შესული.

იტვირთბა....