ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მაისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ესტუმრება

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შავი ზღვის აკვატორიაში მოკავშირეების საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ საუბარია ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამ გეგმების შესახებ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, თავდაცვის მინისტრებმა გადაწყვიტეს ჩაატარონ მეტი სწავლება და მანევრები საბრძოლო მომზადების სისტემების სრულყოფისა და რეგიონში არსებული ვითარების გასაცნობად.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის იყო საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

„ჩვენი თავდაცვითი პროგრამების განხილვის კომიტეტი (DPRC), ვფიქრობ, მარტში ანდა წლის ბოლომდე შეხვდება საქართველოს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია საქართველოდან შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ, რაც ასევე წარმოადგენს შავი ზღვის უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებული ჩვენი შეფასებების ნაწილს. მაისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ესტუმრება საქართველოს და ეს იქნება დიდი ღონისძიება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ბევრი პარლამენტარის მონაწილეობით. მარტში კი საქართველოში შედგება ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი. ასე რომ, დაგეგმილია აქტივობათა ფართო სპექტრი… ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთისგან, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, რაც გულისხმობს წვრთნებს, ტრენინგებსა და შესაძლებობების განვითარებას”- განაცხადა სტოლტემბერგმა.

იტვირთბა....