სამეგრელოში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. შემთხვევა სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დაკავებულ დავით ცერცვაძესთან ერთად, კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, თუმცა, მან გაქცევა მოახერხა.
როგორც სუს-ში აცხადებენ, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ამჟამად მის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.