aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შეიძლება განვიხილოთ ორი შემთხვევა…”: მეუფე პეტრე დეკანოზ მამალაძესთან ციხეში შედის

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეუფე პეტრე, რომელიც ბოლო დროს, საკმაოდ მწვავე განცხადებებით გამოირჩევა, ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის სანახავად მივიდა.

“მოვედი ეპარქიიდან, რომ მოვინახულო მამა გიორგი”, – განუცხადა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ პატრიარქი კარგად იცნობს მამა გიორგის და მას ეკლესიის წინაშე მართლაც დიდი დამსახურება აქვს.

​”პატრიარქი კარგად იცნობს მამა გიორგის. მას დედა ეკლესიის წინაშე ბევრი სიკეთე და დამსახურება აქვს. შეიძლება განვიხილოთ ორი შემთხვევა სულიერი შეფასებით. ერთი აუცილებლად აღმოჩნდება ავაზაკი მამაო, რომელიც ცხონდა და პირველი შევიდა სასუფეველში ან მეორე,  ეს დაშვებული განსაცდელი და მასზე ცილისწამება მას სულის საცხონებლად ეყოფა”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

იტვირთბა....