ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეკლესიის მიმართ ახალი შეტევა დაიწყო-ეს მოხდება ფინანსური სანქციების თუ გადასახადების გადახედვის კუთხით”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია ამბობს, რომ ეკლესიის მიმართ ახალი შეტევა დაიწყო. მისივე განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების გარშემო მიმდინარე პროცესს სხვადასხვა პოლიტიკური ძალები საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის იყენებენ:

“ეს მოხდება ფინანსური სანქციების თუ გადასახადების გადახედვის კუთხით, აუდიტის შეშვების მოთხოვნით თუ სხვა, ფაქტია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები, სამწუხაროდ, დღეს ეკლესიის მიმართ პირდაპირ შტურმს, შეტევას ახორციელებენ“, – განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-მა გაავრცელა დეკანოზ მამალაძის სავარაუდო წერილი, სადაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული და დაკავებული მამალაძე,საპატრიარქოში არსებული ქონების სწორად განკარგვას ეჭვქვეშ აყენებს.

იტვირთბა....