ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოქალაქეთა რა კატეგორია შეძლებს 15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას

 

15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებს მოქალაქეთა შემდეგი კატეგორია:

რომელთაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი);
რომელთა რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს (არასრული/არარსებული ან ლიკვიდირებული მისამართი);
მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეები;
რეგისტრაციიდან მოხსნილი საქართველოს მოქალაქეები;
მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან იდენტიფიცირებად მისამართზე.
აქცია შეეხება სრულწლოვან და იმ პირებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე უსრულდებათ 18 წელი.
სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

იტვირთბა....