ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პატრიარქის მონახულების შემდეგ, პრემიერი პირველ კომენტარს აკეთებს (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=2_bQS4pa-IA

პრემიერ-მინისტრმა პატრიარქის მონახულების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა  ე.წ. ციანიდის საქმეს “უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა. ამიტომ, დამატებით კომენტარების გაკეთებისგან თავს შეიკავებს.

“მინდა პატრიარქს  ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ჩვენთვის  ეკლესიის ერთიანობა უმნიშვნელოვანესია,  რადგანაც ეკლესია სახელმწიფოს ძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა. ამიტომ  რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებთ, ვფიქრობთ რომ უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა,  ეს არის უადგილო, ჩვენ გვინდა ყველამ გავაკეთოთ ყველაფერი რომ მუხტი ჩავაცხროთ გამოძიებას მივცეთ საშუალება, რომ ყველაფერი დაადგინოს.

მე ყველა დეტალს ვფლობ, როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით საზღვარს კვეთს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება რა თქმა უნდა დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი, სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....