ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამოვრიცხავ”

“მეტრონომი” პროცესიდან: 

 

ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში კითხავენ. ნიკა გვარამია მოწმის სტატუსით, მისი და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის შესახებ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით იკითხება.

პროცესის დაწყებამდე, ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა არ გამორიცხა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დღეს დააკავონ:

“ნიკა გვარამიამ უნდობლობა გამოუცხადა შსს-ს და უარი განაცხადა უწყებაში მისვლაზე. ასე რომ სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით მოხდება მისი დაკითხვა. მე მოსმენილი მაქვს ამ ჩანაწერის სრული ვერსია, მისი ჩაწერიდან მალევე, შესაბამისად მე მაქვს ინფორმაცია, რომ გავრცელებული ჩანაწერი დამონტაჟებული ვერსიაა და მასში არ არის ასახული ყველაფერი. ეს ჩანაწერი ბუნებაში აღარ არსებობს იმიტომ, რომ როცა მოხდა მისი ჩაწერა, მე როგორც “რუსთავი 2”-ის ადვოკატს მომასმენინა , რადგან შეიძლებოდა მტკიცებულებად გამოგვდგომოდა. თუმცა საუბრის შინაარსის მოსმენის შემდეგ მივიჩნიეთ, რომ მტკიცებულებად არ გამოდგებოდა და სწორედ ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ განადგურებულიყო. უბრალოდ, ვიდრე განადგურდებოდა, ალბათ ნიკა გვარამიას კომპიუტერში უკანონოდ მოხდა შეღწევა და ამ ჩანაწერის მოპარვა, ან სხვა ფორმით განხორციელდა ჩანაწერის მოპარვა. აქედან აღმოჩნდა საჯარო. თუმცა სრული ვერსია ბუნებაში არ არსებობს და მისი გამოქვეყნება ვერ მოხერხდება. ვერ გეტყვით საუბარში მონაწილე სხვა პირის შესახებ, ნიკა გვარამია თუ ჩათვლის საჭიროდ, თვითონ დაასახელებს, ჟურნალისტებთან თუ გამოძიებასთან-ეს მისი პრეროგატივაა. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ნიკა გვარამიას დააკავებენ, რადგან ხელისუფლება კანონიერების ჩარჩოებს დიდი ხანია გასცდა, შესაბამისად, აშკარაა, რომ ხელისუფლება მზად არის გადადგას ნებისმიერი უკანონონო ნაბიჯი “რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი შეიძლება ნიკა გვარამიას დაკავება იყოს”-განაცხადა ადვოკატმა.

როგორც თავად არხის გენერალურმა დირექტორმა გამოკითხვის დაწყებამდე აღნიშნა, ჩანაწერში სამ ადამიანს შორის მიმდინარეობს საუბარი, შესაბამისად, ავთენტურობა ვერ დადასტურდება:

“ეს არ არის დიალოგი, სამ ადამიანს შორის მიდის საუბარი და გესმით მესამე ადამიანის ხმა? მეოთხე ადამიანი ვინ არის, ვერ გეტყვით, არ ვიცი. ეს მესამე ადამიანი ხელისუფლებასთან დაახლოებული იყო”-განაცხადა გვარამიამ.

ამ წუთებში ნიკა გვარამიას სასამართლოში გამოკითხვა დაიწყო. პროცესი დახურულია.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც ნიკა გვარამიასა და სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანს შორის მიდის საუბარი. ჩანაწერში აღნიშნულია, რომ ახვლედიანს 6 მილიონიდან წილი გადაეცემა. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა, თუმცა როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, საუბარში სამი პირი მონაწილეობდა, ხოლო მამუკა ახვლედინმა განაცხადა, რომ საუბარში ოთხი პირი მონაწილეობდა.

16777151_10212170569917393_435625984_o

იტვირთბა....