ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„რესპუბლიკური პარტია“ საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსების შეწყვეტას ითხოვს

„რესპუბლიკური პარტია“ ითხოვს, რომ შეწყდეს საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება  სახელწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, – ამის შესახებ „პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ და პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

“ამ პროცესმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ეკლესია გახდა ხელისუფლების ავტონომიური ნაწილი და ამ ურთიერთსარგებელზე, ხშირად ურთიერთშანტაჟზე – თანამშრომლურ-კონკურენტულ რეჟიმში ურთიერთობის შედეგად, მივედით დღევანდელ კრიზისამდე, სადაც გვესმის ყველა ჩარჩოდან გასული ტერმინოლოგია სასულიერო პირებიდან. ამ რთულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო, არ გასცდეს კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს არც ხელისუფლება და არც ეკლესია”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თამარ კორძაიას თქმით, კი კონკორდატის გაფორმებიდან, 2001 წლიდან დღემდე საპატრიარქოს წმინდა ფულადი სახით მიღებული აქვს 200 მილიონ ლარზე მეტი, 1 მილიონ ჰექტარზე მეტი ნაკვეთის ფართობი, საპატრიარქოს წილობრივ მფლობელობაში მყოფი შპს-ებსა და ააიპ-ებს გადასცემენ სახელმწიფო ქონებას, ხოლო ამ ქონებას არავინ აღრიცხავს.

“რატომ არის საქართველოს მოსახლეობა ვალდებული ამდენი იხადოს კომპენსაციის სახით. იქნებ ვინმემ  დაუსაბუთოს ან საერო ხელისუფლებიდან, ან სასულიერო ხელისუფლებიდან. უნდა დასრულდეს ასეთი პრაქტიკა ქვეყანაში და თუ კიდევ არის რაიმე სახით კომპენსაციის სახით გადასაცემი ეს უნდა იყოს დოკუმენტურად დადასტურებული და ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალურად გადაწყვეტილი”, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

 

იტვირთბა....