ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

” არავის კითხავს სახალხო დამცველი რას გაახმაურებს”

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უჩა ნანუაშვილი გააკრიტიკა. ბესელიას, თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს საქმის მასალების შინაარსი არ უნდა გაესაჯაროვებინა. სახალხო დამცველი კი ბესელიას პასუხობს და ამბობს, რომ არავის ეკითხება ომბუდსმენი  რას გაახმაურებს.

” სახალხო დამცველი რას გაახმაურებს და რას არა, არავის ეკითხება. მე მაქვს საქართველოს კონსტიტუცია, კანონი სახალხო დამცველის შესახებ, რომელსაც ყოველთვის მივყვები. არ ვიცი ეკა ბესელიამ რა თქვა, მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ და ვისაც რა უნდა ის თქვას”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენმა ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გუშინ მოინახულა.
როგორც მან აღნიშნა, დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება.

იტვირთბა....