ჩინეთის პროვინცია სინცძიანში ცივი იარაღით შეიარაღებული 3 მამაკაცის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. სამივე თავდამსხმელი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, სამივე თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. თავდასხმის მიზეზი უცნობია. მანამდე, ჩინეთის ხელისუფლებამ მსგავს თავდასხმაში მუსლიმი სეპარატისტები დაადანაშაულა.
“ამ ეტაპზე მშვიდობაა.”, – ნათქვამია განცხადებაში.
სინცძიანის პროვინციაში 10 მილიონზე მეტი მუსლიმი-უიგური ცხოვრობს და ის ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ რეგიონად მიიჩნევა.