ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რატომ დაიბარეს ირაკლი აბესაძე პროკურატურაში

მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის თანხის გამოყოფის საქმეზე ”ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. აბესაძე ამბობს, რომ მზად არის ყველა კითხვებს უპასუხოს.  მისივე თქმით, პროკურატურას აღნიშნულ საქმეზე მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის. აბესაძის ინფორმაციით, რომ ზვიად ნაზღაიძემ სკანდალის ატეხვის შემდეგ, მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ზვიად ჩოხელს გადასცა.

“მე მქონდა აღნიშნულ ორ პირს შორის ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება. იმის ნაცვლად, რომ  უპრეცედენტო კორუფციულ ფაქტზე რეაგირება მომხდარიყო, ტრანზაქცია განხორციელდა, რომელიც შექმნის სამართლებრივ პრობლემებს, რათა ვერ მოხერხდეს აღნიშნული კორუფციული გარიგების აღმოფხვრა.

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს აღნიშნული მიწის ნაკვეთისთვის ყადაღა დაედო, მოხდა უკანონო ტრანზაქცია, რომლითაც იქმნება სამართლებრივი პრობლემები, რათა ვერ მოხდეს უკანონო კორუფციული გარიგების აღმოფხვრა”, – განაცხადა აბესაძემ.

იტვირთბა....