ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ გამოძიებას ნდობას უცხადებს. თუმცა გულისტკივილს გამოთქვამს და ამბობს, რომ თუ მამალაძეს ბრალი დაუმტკიცდა ეს საუკუნის ტრაგედია იქნება.
”გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა. თხოვნით მოგმართავთ ყველას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ ვარაუდებისაგან”, – წერს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) სოციალურ ქსელში.