ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ ის დეკანოზის საქმის მოწმეა

 

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმე გამოჩნდა. საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ ის საქმის მოწმეა:

„რას ნიშნავს მე ჩავწერე ვიდეომასალა, ვინ ამტკიცებს ამას, ძალიან მაინტერესებს. რა ვიდეომასალა ჩავწერე. მე ვარ ერთ-ერთი მოწმე ამ საქმეში და გაუთქმელობაზე მაქვს ხელწერილი დაწერილი. მეტს ვერაფერს გეტყვით. დანარჩენს საზოგადოება გამოძიებიდან გაიგებს“ , – განაცხადა ირაკლი მამალაძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”. მისივე განმარტებით, გვარიდან გამომდინარე,  დეკანოზ გიორგი მამალაძესთან არავითარი ნათესაური კავშირი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ”რუსთავი 2” – ის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძის ფარული მასალა ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ჩაიწერა და შემდეგ პროკურატურას მიაწოდა.

”ჩვენ ვიცით, ვინ ჩაწერა ეს ფარული მასალა, რომელზეც საუბრობს პროკურატურა და რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მამა გიორგის წინააღმდეგ. ეს არის საყდრისის მცველი და ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე. წყაროს ცნობით, სწორედ მან ჩაწერა ეს ფარული ჩანაწერი. არ არის გვარების დამთხვევა, მას ნათესაური კავშირი აქვს თავად გიორგი მამალაძესთან”, – განაცხადა გადაცემაში ”არჩევანი” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ.

იტვირთბა....