ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ეს კამპანია ივანიშვილის ორგანიზებულია”: ბოკერია გვარამიას დაკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა

 

საპარალმენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის დაკითხვაზე დაბარებას და მის ბრიფინგზე გამოთქმულ განცხადებებს გამოეხმაურა:

“ეს კამპანია ივანიშვილის ორგანიზებულია. “რუსთავი 2”-ის დირექტორის შესაძლო დაკავების შესახებ ინფორმაცია და “რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები იწვევს შეუქცევად პროცესებს. თქვენ გაქვთ შანსი, არ ჩაიგდოთ პოლიტიკური მომავალი საფრთხეში და არ მიაყენოთ ზიანი სახელმწიფოს,” – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყების მიერ მის გამოკითხვაზე დაბარებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ  ის დღეს გამოკითხვაზე საგამოძიებო უწყებაში არ მივა. ნიკა გვარამია  დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით ითხოვს. ამავდროულად, როგორც არხის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, დაკავების შემთხვევაში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს ზაალ უდუმაშვილს აბარებს.

იტვირთბა....