ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი მამალაძე:”მსხვერპლი ვარ, დიდი ხნის და კარგად დაგეგმილ მახეში გამაბეს”

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახალხო დამცველი შეხვდა. ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე ბრალს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას ციანიდი არ ჰქონია. ასევე დაკავებისას მას სატელეფონო ზარის უფლება შეუზღუდეს და წაყენებული ბრალი დროზე არ გააცნეს.

ნანუაშვილის განცხადებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ აღნიშნა, რომ როდესაც მას ბრალი გააცნეს, სასულიერო პირზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. მამალაძემ სახალხო დამცველს ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა ითხოვა. დეკანოზმა სახალხო დამცველს განუცხადა, რომ ის მსხვერპლია, რომელიც კარგად დაგეგმილ მახეში გააბეს. ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მისი საქმის  პოლიტიზირება არ მოხდეს.

ომბუდსმენის თქმით, საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება. სახალხო დამცველი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს საჯარო. ნანუაშვილი კი მამალაძის უსფრთხოების მაქსიმალურ დაცვას ითხოვს.

 

იტვირთბა....