ურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვაზე დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ თუ მისი დაკავება მოხდება, მაშინ ხელისუფლებას გაძლიერებული ლოცვაც კი აღარ უშველის.
„ნიკა გვარამიას დაიჭერთ და მეუფე იაკობი კი არა, გაძლიერებული ლოცვა არ გიშველით- მე მაინც გაგაფრთხილეთ“,-წერს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახველდიანის საქმეზე ახალი დეტალებია: ნიკა გვარამია დღეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მოწმის სტატუსით გამოიკითხება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
ჩანაწერი, რომელიც ახვლედიანსა და გვარამიას შორის შედგა, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, ავთენტურია. შეგახსენებთ, რომ ამ ჩანაწერში გვარამია-ახვლედიანის 6 მილიონიდან წილს ჰპირდება.
“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი საგამოძიებო ორგანოში დღეს საღამოს 6 საათზეა დაბარებული.