“ნაციონალურ მოძრაობაში“ არ გამორიცხავენ, რომ არჩილ თალაკვაძის განცხადების შემდეგ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენონ. ნინო კალანდაძის თქმით, ხელისუფლება ღიად არის გადასული ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესრულებაზე, რაც „რუსთავი 2“-ის განეიტრალებას გულისხმობს. კალანდაძე არ გამორიცხავს, რომ დღეს დაკითხვაზე მისულ გვარამიას ბრალი წაუყენონ.
” ნიკა გვარამიას პირველი დაკავების მცდელობა, ზუსტად რომ „რუსთავი 2“-ის განეიტრალებას ემსახურებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ პირველმა მცდელობამ ვერ გაამართლა. არჩილ თალაკვაძის განცხადების შემდეგ, დიდი ალბათობით, დღეს გვარამიას ბრალს წაუყენებენ.
ამჟამად ივანიშვილი ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაზე ზეგავლენაც ცდილობს. ყველაფერი დაიქვემდებაროს, მათ შორის დამოუკიდებელი მედია და სასამართლო, თუმცა მას ეს არ გამოუვა“,-ამბობს კალანდაძე.