ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

კახა კალაძე დეკანოზის დაკავებაზე: ”უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა აცილებული თავიდან”

 

ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე ჟუნრალისტებთან ისაუბრა:

”უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა აცილებული თავიდან. ვფიქრობ, რომ ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო და ჩაფიქრებული იყო ამის განხორციელება. ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენ ინსტიტუტებზე, შესაბამის სამსახურებზე, ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ. მინდა მადლობა მოვახსენო შესაბამის სამსახურებს, დაველოდოთ გამოძიებას და სხვა დეტალებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თუმცა, ერთი რაც მინდა ვთქვა, ყველა დამნაშავე, ვინც გამოიკვეთება, კანონის წინაშე უმკაცრესად იქნება დასჯილი. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს გავიგებთ, თუმცა, ცხადია, რომ კონკრეტული პიროვნება, მამალაძე, კონკრეტული საწამლავით მიემგზავრებოდა გერმანიაში, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

იტვირთბა....