aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი მამალაძის დანაშაული ანგარებით მოტივს შეიცავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავარმა პროკურორმა დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე ჟურნალისტებს დამატებით კითხვებზე უპასუხა. მისი თქმით, ამ ეტაპზეც მიღებულია უსაფრთხოების ზომები, რომლის გამოც ინფორმაცია მთლიანად ვერ საჯაროვდება:

“მტკიცებულებებით რამდენიმე ვერსიაა გამოკვეთილი და მიმდინარეობს ძიება. ვის მიმართაც იქნა მტკიცებულებები მოპოვებული, პასუხისგებაშია მიცემული. ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, თუმცა ახლაც უსაფრთხოების ზომები და საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება და შეიძლება ინფორმაციის გასაჯაროებამ ეს დააზიანოს. გრძელდება მოწმეების დაკითხვა. “-განაცხადა შოთაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა მანამდეც პატრიარქის მოწამვლის მცდელობა, შოთაძემ უპასუხა, რომ მას არ დაუსახელებია, რომ საქმე პატრიარქს ეხებოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ  პროკურატურას მსგავსი სახის საქმესთან აქამდე შეხება არ ჰქონია:

“ამ სისხლის სამართლის საქმეს არანაირი გრიფი არ ადევს. გამოძიების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია გექნებათ, მაშინ, როცა ეს არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს. ”

დანაშაულის მოტივზე პროკურორმა უპასუხა, რომ ის სავარაუდოდ ანგარებით ნიშნებს შეიცავს:

” ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, დანაშაული შეიცავს ანგარებით მოტივს. ”

მთავარი პროკურორის განმარტებით, გიორგი მამალაძე იმ პირმა გათქვა, რომელიც შხამიანი ნივთიერების მოპოვებაში შუამავალი უნდა ყოფილიყო:

“კონკრეტული პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, მკვლელობის მომზადების საქმეზე. მიმდინარეობს გამოძიება თუ როდის მოხდა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და რა მიზნით ინახავდა კონკრეტული პირი მას. როცა გავიგეთ რომ ეს პირი გერმანიაში გაფრენას გეგმავდა, დავგეგმეთ საგამოძიებო მოქმედებები, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, საფრთხე ექმნებოდა უმნიშვნელოვანეს ადამიანებს.  შესაბამისად, პრემიერის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს დაცვის უფროსი, მის თანამშრომლებთან ერთად, გაემგზავრა გერმანიაში, რათა უზრუნველყოფილიყო პატრიარქის უსაფრთხოება.

სოსო ოხანაშვილის დაკითხვა ლოგიკური იყო, რადგან ის პატრიაქრის დაცვის უფროსია და რა წვდომა ჰქონდა კონკრეტულ პიროვნებას (გიორგი მამალაძეს)  პატრიარქთან, ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა მისი გამოკითხვა.

როცა გიორგი მამალაძემ შხამიანი ნივთიერების მოპოვებაზე დაიწყო მუშაობა, ჩვენ საწყის ეტაპზევე ჩავერთეთ ამ დროს, ვინაიდან მოგვმართა მოქალაქემ, რომელსაც დეკანოზის მოსაზრებით, შუამავლობა უნდა გაეწია ამ შხამიანი ნივთიერების მოპოვებაში. “-განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, ბრალდებული გიორგი მამალაძე დუმილის უფლებას იყენებს.

 

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავებულია “შხამიანი ნივთიერება ციანიდით დაგგემილი მკვლელობის” გამო.

გავრცელებული (დაუზუსტებელი) ინფორმაციით, საქმე ეხება პატრიარქის მოწამვლის მცდელობას.

კათალიკოს-პატრიარქი ამ ეტაპზე გერმანიაში იმყოფება, სადაც მას ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარდა. მისი პირადი ექიმის განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია.

იტვირთბა....