პარლამენტი აუცილებლად ქუთაისში დარჩება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, კახი კალაძემ „ვიდეობლოგი 2017“-ში განაცხადა. მისი თქმით, საკითხს საკონსტიტუციო კომისია განიხილავს, თუმცა ამაზე გუნდის შიგნით უკვე არაერთხელ იმსჯელეს.
„არ შეიძლება ასეთ თემებზე ზედაპირული გადაწყვეტილებების მიღება“, – აცხადებს კალაძე, რომელმაც მოქალაქეთა შეკითხვებს „ვიდეობლოგი 2017“-ის ფარგლებში უპასუხა.