„რუსთავი 2“-თან მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, „ოპერაციის წინა მონაცემები საიმედოა და ექიმები კარგ შედეგებს პროგნოზირებენ“.
“მონაცემები საიმედოა, რამეთუ ჩაუტარდა გამოკვლევები და ექიმები გვაიმედებენ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. კონტაქტზე გამოდის და ჩვეულებრივად გვაქვს პატრიარქთან ურთიერთობა ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.
ბერლინში ასევე იმყოფებიან ქართველი ექიმებიც.
”პატრიარქს ჰქონდა გარკვეული პრობლემები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ამიტომ ჩატარდა კარდიოლოგიური პროფილის კვლევები. შედეგები დამაკმაყოფილებელია. პროგნოზის გაკეთება ცოტა რთულია, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ყველა გამოკვლევამ კარგი შედეგი გვაჩვენა”, – განაცხადა კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა.