გურჯაანში ბესიკის ქუჩის მცხოვრებლებმა ავტობანის მშენებლობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შემოვლითი გზის მშენებლობა ამორტიზირებულ სახლებს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს. მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ პროცესს ნგრევაც მოჰყვეს.
აქციის მონაწილეები დახმარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასობრივ აქციებს არ გამორიცხავენ. მათი თქმით, პრობლემით ხელისუფლება ამ დრომდე არ დაინტერესებულა. ბაკურციხე- თბილისის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს ხანში უნდა დაიწყოს.