ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პლაკატი პლაკატის წილ: მამუკა მდინარაძემ “ევროპულ საქართველოს” საპასუხო ბანერი გამოუფინა

 

საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ბანერით გამოხატულ  მედია სოლიდარობას ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპასუხო ბანერით გამოეხმაურა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა, რაც ტელეკომპანია იმედში მოხდა. დეპუტატმა სასესიო დარბაზში პლაკატი გამოფინა:

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ბეგრაუნდი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ასე გამალებით იღწვიან თავისუფალი მედიისთვის. არ ვიცი ამას რაღა ქვია როდესაც “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ამბობენ გვისმენენ და ხალხი ჩუჩულით ლაპარაკობსო. არ ვიცი რა ჰქვია, როდესაც “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ მედიაზე შტურმი და ზეწოლაა. ბოლოს მინდა, რომ კარგად გახსოვდეთ უფრო ლოგიკური როგორ იქნება, როდესაც მედიაზე შტურმს გააპროტესტებთ როგორც მინიმუმ ესეც უნდა მიაკრათ ხოლმე გვერდით და შემდეგ უნდა გაიხსენოთ, რას აკეთებდით გუშინ, რომ არ დაგავიწყეთ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის სხდომის დაწყება შეაფერხა  საპარლამენტო უმცირესობას მიერ  მედიის მხარდამჭერი ბანერის გაშლის მცდელობამ, რომლის საშუალებაც  მათ უმრავლესობის წარმომადგენლებმა არ მისცეს. “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ ბანერის გაშლა წარწერით, “არა მედიაზე შტურმს”,  მაინც მოახერხა.

13wetrerwerwer

იტვირთბა....