ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვიცი ერთი ძალიან ეჭვიანი შეყვარებული, რომელიც თავის საყვარელს უსმენს”

 

 

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფარული მოსმენების საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას, განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით უკანონო მოსმენები ხორციელდება:

“მეტყვით, რომ არა. ვის უფრო დაეჯერება, განსაზღვროს საზოგადოებამ. ვის მიმართაც გვაქვს ეჭვი, დაასაბუთონ, რომ არ უსმენენ. თუ არავის უსმენენ, მაშინ არსებული სტრუქტურა რატომ უნდა შეიცვალოს. ვიცი ერთი ძალიან ეჭვიანი შეყვარებული, რომელიც თავის საყვარელს უსმენს. გინდ დამიჯერეთ, გინდ – არა”, – აღნიშნა გოცირიძემ.

უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გოცირიძეს ამ განცხადებას შემდეგნაირად უპასუხა:

“თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში უკანონოდ ერევიან, უსმენენ, იქნება შეყვარებული თუ საძულველი ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს, უნდა აცნობოთ შესაბამის სამსახურებს. ფაქტებით საუბარი გაცილებით რაციონალურია, ვიდრე – ეჭვებით საუბარი. ეჭვებიც მესმის, ამისგან გათავისუფლება საზოგადოებას ძალიან გაუჭირდება, ისეთ მძიმე ფონი იყო წლების წინ”, – მიუგო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....