ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილება დაგმო

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობას რეგლამენტით უფლება არ აქვს,  სხდომათა დარბაზში ტრანსპარანტი გამოფინოს:

”იყო თხოვნა, ჩავრეულიყავი და არ მიმეცა უმცირესობისთვის ტრანსპარანტის გამოფენის შესაძლებლობა, თუმცა განვმარტავ, რომ მოქმედი რეგლამენტი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. რეგლამენტის თანახმად, არა მაქვს უფლება გამოხატვის ასეთი ფორმები შევზღუდო. მხოლოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ, რომ სამწუხაროდ, გამოხატვის ასეთი ფორმები ხელს უწყობს კონფრონტაციული გარემოს ჩამოყალიბებას, გაღრმავებას. ეს არის რეალობა, რომელსაც ვხედავ. მე ასეთ პრაქტიკას არ მივესალმებოდი. ასეთი რამ შეიძლება განმეორდეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან, სხვადასხვა ტიპის ტრანსპარანტები შეიძლება ვიხილოთ და ასე შემდეგ. ჩემი პირადი პოზიციაა, გამოხატვის ასეთი ფორმები, რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ ერთი თუ მეორე მხრიდან”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ  “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილება დაგმო და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედება კონფროტაციული გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ამ პრაქტიკას არ მიესალმება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, “ევროპულმა საქართველომ” ტრანსპარანტი გამოფინა – “არა, მედიაზე შტურმს”. ამას სხდომის ჩაშლა და დაპირისპირება მოჰყვა.

იტვირთბა....