საპატრიარქო ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს:
“გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გამოკვლევებით დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. მიმდინარეობს ოპერაციის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაცია დაგეგმილია 13 თებერვალს. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს”, – წერია განცხადებაში.