„ჭიანჭველა არის ძალიან საინტერესო პერსონა ამ ამბავში. ჯერ ერთი, პირველი შეკითხვა რომელიც ჩნდება არის – რატომ გადახტა? გადამხტარა მანამდე სადმე? ან მამამისი გადამხტარა?“- ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელვამ ტელეკომპანია „იმედზე“ ეკა ხოფერიას გადაცემაში განაცხადა.
“ჭიანჭველა არის ძალიან საინტერესო პერსონა ამ მაბავში. ჯერ ერთი, პირველი შეკითხვა რომელიც ჩნდება, არის რატომ გადახტა? გადამხტარა მანამდე სადმე? ან მამამისი გადამხტარა? ან ხტომის უნარი აქვთ ჭიანჭველებს ფიზიოლოგიურად? მოკლედ, ეს არის მაგალითი, პიროვნების, არსების, რომელმაც ზუსტად იცის, რომ რაც არ შეუძლია, ზუსტად იმას კიდებს ხელს. მოკლედ, არ იცის გადაცემის წაყვანა, მაგრამ მიყავს, არ იცის სწავლება, მაგრამ ასწავლის. პირველი ამას ვერჩი.
მეორე: ის ჩავარდა, ანუ კვალიფიკაცია არ ჰქონდა საერთოდ ხტომაში, მაგრამ გადახტა. გადახტა და ჩავარდა და აი მაგ მომენტიდან ჭიანჭველა რას აკეთებს? აი, ჩავარდნილი ჭიანჭველა მთელი ზღაპრის განმავლობაში არაფერს აკეთებს. ხტომა თუ არ იცის, ამოხოხება ხომ მაინც იცის და ამოხოხდეს. ანუ, ჭიანჭველა არის ადამიანი, რომელიც შარში გაეხვა თავისი უნიჭობით, თავისი არაკომპეტენტურობით და მერე მისი პრობლემა აღარ არის. სესხი აიღო, ვეღარ იხდის და მისი პრობლემა აღარ არის. სამსახურში რაღაც გააფუჭა და მისი პრობლემა აღარ არის, ანუ ეს არის უპასუხისმგებლო ადამიანი.
რაც შეეხება რწყილს, რწყილი ეგრევე რომ იწყებს მოქმედებას, ხომ შეამჩნიეთ? როგორ ფიქრობთ, პირველად გაეხვა ჭიანჭველა შარში? არ გახვეულა, თორემ რწყილმა საიდან იცის ეგრევე, ასეთი მომზადებული საიდანაა? საქმე იმაშია, რომ ჭიანჭველა სულ შარში იყო, მთელი ცხოვრება.
ერთადერთი რწყილს რომ ეთქვა ჭიანჭველასთვის, აბა შენთვითონ სცადე ამოსვლაო, ხომ შეიძლებოდა.
ასევე რა არ მომწონს იცი? ტყეში რაც ხდება ის არ მომწონს, უფასოდ არავინ არაფერს უკეთებს. ეს უკვე ანგარებაა…” – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.