ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

მაღლაფერიძის რეკომენდაცია: „მაუწყებელზე ყველა გადაცემა უნდა დაიხუროს“

ცოტა ხნის წინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის გეგმა წარმოადგინა. როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, ჯერ არცერთი გადაცემის დახურვა არ იგეგმება, თუმცა არსებობს რეკომენდაცია, რომ 2018 წლამდე გადაცემები უნდა დაიხუროს, რომ ტელევიზიის სიცოცხლისუნარიანობა შენარჩუნდეს.

ვასილ მაღლაფერიძე:  დღეიდან გამადიდებელი შუშის ქვეშ უნდა იყოს „საზოგადობერივ მაუწყებელში“ განვითარებული ყველანაირი მოვლენა. მე ამავე დროს მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ალბათ დადგა დრო გამოვნახოთ მცირეოდენი დრო და ვიფიქროთ, ხოლმე როგორი უნდა იყოს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება და ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც არ გამოხატავს რომელიმე კერძო პირის ან კერძო პოლიტიკურ და ფინანსრურ ინტერესებს, ის გამოხატავს და უნდა გამოხატავდეს საზოგადოების ნტერესებს.

ჩვენი ხედვა მოვამზადეთ, როგორ ვხედავთ საზმაუს განვითარებას. დასაწყისშივე მინდა მოვსხიპო ის, რომ თითქოს, ჩვენ ვიღაცის გაშვებას ვაპირებთ, ან თითქოს რაღაცების დახურვას ვაპირებთ. ასეთი არც განზრახვა გვაქვს და არც სურვილი და რაც მთავარია, არანაირი კანონმდებლობიდან არ გვაქვს ამის უფლებამოსილება. ყველას ვთხოვთ, ამ თემაზე სპეკულაცია დავამთავროთ.

ჩვენი გუნდს დაემატა რამდენიმე ადამიანი. 2-3- დღის წინ პაატა ქურდაძემ გვითხრა საბოლოო თანხმობა, ის არის ერთ-ერთი თანაავტორი ამ გეგმისა, პაატა ქურდაძე დაიკავებს, სტრატეგიული ცენტრის მართვის დირექტორის თანამდებობას.

 

2017-2019 წელი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა:

მიზანი : „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კრიზისიდან გამოყვანა და მდგრადი განვითარების საფუძველის შექმნა.

დღეს, საზოგაოებრივი მაუწყებელი იმყოფებდა კრიზისში, სწორედ ეს არის გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეთ აქედან, რომ ეს კრიზისი არ გაღრმავდეს.

არსებული რეალობა: არასათანადო სამუშო პირობები და ამორტიზებული შენობა შეუძლებელია უსაფრთხოების, მათ შორის სახანძრო ნორმების დაცვა.  დღეს განთავსდება ყველა ის ფოტო, რომლითაც წარმოდგენა შეგექმნებათ, რა მდგომარეობაა საზოგადოებრივ მაუწყებელში ამ მხრივ. შენობა არის ნგრევის პირას, ამორტიზირებული. ვცხოვრობთ, ღმერთის იმედად, როდის მოხდება აქ უბედურება არავინ იცის.

ყოველღიურად ნადგურდება ისტორიული ღირებულების მქონე ვიდეო, აუდიო, ფოტო არქივი, რადგან არ ხორციელდება მასალების ციფრულ მატარებელზე გადატანა.

აქ ინახება ჩვენი ტელე-მეხსიერება, ჩვენი ისტორია, კულტურა, მოღვაწეები. ინახება არანორმაურად მძიმე პირობებში. ტრაგედია არის ის, რომ ისინი არის ჩაწერილი სხვა სისტემებზე, მას გადის დრო და თუ არ გადავიდა სხვა სისტემაზე, დღითიდღე განადგურდება. ეს არის გადაუდებელი ამოცანა, ამას სჭირდება თანხა. ამ ერთი კვირის განამავლობაში სხვადასხვა გადაცემებს, ადამიანებს გამოუჩნდა უამბრავი ლობი,. ჩემს საქაალდეში არის 15 თუ 20 პროექტი სხვადასხვა გადაცემისა. არ გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელიც არქივის ლობისტი იქნებოდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა.

არსებული რეალობა: საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გააჩნია, არცერთი რეგიონული ოფისი.

ეს არის ტელევიზია, რომელსაც არ აქვს რეგიონში თვალები, ყურები და ხელები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.

ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული მაუწყებლის განვითარებაზე. 2006 -2016 წლებში 410 მლნ ლარია დახარჯული. ეს თემა არის ჟურნალისტური გამოძიებებისთვის მნიშვნელოვანი.

შარშანდელ წელს მოვიყვან მაგალითად: 2,016 წელს 40 მლნ დაიხარჯა, 60% არის ხელფასი და მივლინება.

ხარჯვის დაბალი ეფექტიანობა: 2016 წელს სატელევიზო და რადიო ბადეში იყო 102 გადაცემა.

შიდა და გარე კვლევით, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ყოველწლიურად კარგავს აუდიტორიას. რეიტინგი ყოველ წელს მიდის ქვემოთ.

საფრთხე: გარდაუვალი ტექნიკური კოლაფსი, შესაბამისად მაუწყებლობის შეწყვეტა ემუქრება.

კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელი ნაბიჯი: მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება (საინფორმაციო გამოშვების გარდა)

თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიცაცია

გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნიკური ბაზის გასაახლებლად

მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციაზე გადასვლა

2017 წელს ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება დაახლეობით 15 მლნ ლარი.

სულ 2017-2019 წლებშ ახალ შენობაზე რეგიონულ ოფისებზე, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაირაღებაზე, არქივის გაციფრებაზე დაიხარჯება დაახლოებით 45 ლმნ ლარი.

სამწლიანი გეგმის შედეგი: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობის მოწყობა და თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშო პირობების შექმნა.

ცხრა რეგიონული ოფისის შეძენა და აღჭურვა

მულტიმედიური საინფორმაციო  სამსახური

ტექნიკური და ტექნოლოგიური სრული გადაიარაღება

თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ვებ-გვერდი

არქივის გაციფრება

მართვის ახალი მოდელის დამკვიდრება

იტვირთბა....