ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი გიუნაშვილს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 20 წლით პატიმრობა შეუფარდა

გიორგი გიუნაშვილს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 20 წლით პატიმრობა შეუფარდა. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

საქმე ეხება სოფელ დისევის მკვიდრ, 1978 წელს დაბადებულ გიორგი ლევანის ძე გიუნაშვილს, რომელიც საოკუპაციო ძალებმა 2016 წლის 8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. როგორც მარიონეტული რეჟიმი ამტკიცებს, ის დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან „იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში – ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში“.

მარიონეტული რეჟიმის ცნობით, დაკავებული გიუნაშვილი 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი. ასევე, 2008 წლის 11 აგვისტოს, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა ოსური მხარის სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებას ახორციელებდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა.

ცხინვალის ე. წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკავებული გიორგი გიუნაშვილის ოჯახი აპროტესტებს. ასევე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გიორგი გიუნაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

იტვირთბა....