აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს და ამბობს, რომ ირანთან მიმართებაში ისეთივე „კეთილი“ არ იქნება როგორც მისი წინამორბედი ბარაქ ობამა იყო. მისი თქმით, ირანის ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება და ობამას სიკეთეს არასდროს აფასებდა.
თუმცა ტრამპი ირანს პირდება, რომ ამერიკა მათ მიმართ ახლა უფრო მკაცრ პოლიტიკას აწარმოებს. ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. აღნიშნული სანქციები შესაძლოა შემდეგ კვირას დაწესდეს.
გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი ასევე, ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო გააფრთხილა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა.