ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არა გაზპრომს”: აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მომხრეები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ისინი “გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას აპროტესტებენ და მთავრობას მისი გასაჯაროვებას სთხოვენ.

პარტიის ლიდერების განცხადებით, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს იფნორმაცია იმის შესახებ, თუ რას ითვალისწინებს რუსულ ენერგოგიგანტთან გაფორმებული შეთანხმება.

„ არ შეიძლება ხელშეკრულება ასეთი გასაიდუმლოებული იყოს. უბრალოდ ამის მიზანს ვერ ვხედავთ.  ის რომ საზოგადოებამ არ იცოდეს რა ფასს გვიხდის რუსეთი ერთი კუბური მეტრის გატარებაში და ასევე არ ვიცით დავის წარმოქმნის შემთხვევაში, პრობლემა  რომლი ქვეყნის კანონმდებლობით უნდ გადაწყდეს. წარმოდგენა არ გვაქვს კონკრეტულად როდის მოეწერა ხელშეკრულებას ხელი და ისეთი დეტალები, რომელიც არანაირად უსაფრთხოებასთან  კავშირში არ არის. ეს მხოლოდ  კორუფციულ გარიგებასთან და ღალატთან კავშირში შეიძლება იყოს,“-აცხადებს გიორგი ონიანი.

იტვირთბა....