ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარტიდან ევროპაში უვიზოდ: კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის  საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე ერთი დღით ადრე, პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები კეთდება. მმართველი გუნდი პროცესის დადებითად დასრულებას ელოდება. დეპუტატები ვარაუდობენ, რომ თუ ხვალ საკითხი დადებითად დასრულდა, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გადაადგილებას მარტიდან შეძლებენ.

„ჩვენ ველოდებოდით გაცილებით უფრო ადრე ამ გადაწყვეტილების მიღებას. ყველა ერთხმად ამტკიცებდა, რომ საქართველო არაფერ შუაში არ არის  და ყველაფერი პოზიტიურია. ყველა ამოცანა შესრულებულია, მაგრამ პრევენციის მექანიზმის დალოდება იყო საჭირო.

დღეს ეს თემა აქტუალურია, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გადაწყვეტილება ხვალ უკვე მიღებული იქნება და მარტიდან ჩვენი მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

პროცესების დადებითად დასრულების იმედი აქვს ოპოზიციასაც. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ საქართველომ ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა, შესაბამისად ქართველი ხალხი უვიზო მიმოსვლას იმსახურებს.

„ნამდვილად დამსახურებულია, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს ვიზალიბერალიზაცია. ეს მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოქალაქეებს შესაძლებლობას მიცემს ყველა თვალსაზრისით განვითარდნენ,“-განცხადა ნინო კალანდაძემ.

 

იტვირთბა....