aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

გიორგი კვირიკაშვილი ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს დახმარებას ჰპირდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმინისტრის  განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის გამო საქონელი დაეწვათ, საკუთარ ნაწილში, მაქსიმალურ შეღავათს გაუწევს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ხოლო ეროვნული ბანკი, მათ უშუამდგომლებს ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა შესაძლებელი გახდეს საბანკო ვალდებულებების გადავადება.

სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო” 30 იანვარს, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა.

იტვირთბა....