aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება

რა მოსდის ოქროს ნივთებს ხანძრის შემთხვევაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ე.წ. ოქროს ბირჟაც სრულად განადგურდა.

როგორც bpn-თან ძვირფასი ლითონების ექსპერტმა, ირმა მოსიაშვილმა აღნიშნა, რომელიც თავადაც „ოქროს ბირჟაზე“ მუშაობდა, ხანძრის შედეგად ფაქტობრივად ყველა მოვაჭრე დაზარალდა. თუმცა, მოვაჭრეთა ნაწილი ადმინისტრაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სეიფები, სადაც ოქრო ინახებოდა, გადარჩენილია:

„ხანძრის შედეგად არსებული ოქროს ნივთები მხოლოდ ჯართის სახით იქნება. თუ გაასუფთავებ, აფინაჟს გაუკეთებ და ნაგავს გამოდევნი მიიღებ უბრალოდ, ჯართს. მაგრამ ისეთი სიტუაციაა, თვითონ შენობა ინგრევა და რაღას იპოვი იქ,“- ამბობს მოსიაშვილი.

აფინაჟი მაღალი სიწმინდის კეთილშობილი ლითონების მიღების პროცესია, რომელიც კეთილშობილი ლითონების დაყოფისა და მათგან მინარევების გამოყოფის გზით ხორციელდება. აფინაჟის სამი მეთოდია ცნობილი:

 ოქროსა და ვერცხლის აფინაჟისთვის იყენებენ (კათოდზე დაილექება სუფთა ლითონი, მინარევი კი ლამის სახით გამოიყოფა). ელექტროლიზური მეთოდის გამოყენებისას ტექნოლოგიური პროცესი ნაკლებ ხარჯს მოითხოვს; ამასთანავე მიღებული ლითონი მაღალი სიწმინდისაა.
როგორც, თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა, საცავები, სადაც ოქრო-ვერცხლია შენახული,  სპეციალურმა ჯგუფმა შეამოწმა და დაზიანებული არ არის.

„შესული იყო ჯგუფი, რომელმაც დაათვალიერა ყველაზე ფასეული ოქრო-ვერცხლი. ჯგუფმა დაადასტურა, რომ სეიფები, სადაც ეს ნივთებია შენახული, არ არის დაზიანებული.ახლა შევა მეორე ჯგუფი და გადაწყდება, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გამოტანა“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროსა“ და მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ღამით გაჩნდა. შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ შენობა მთლიანად განადგურებულია. დამწვარია ათეულობით მოვაჭრის სავაჭრო ინვენტარი და პროდუქცია. გამოწვეული ზარალი ჯერჯერობით უცნობია. მოვაჭრეების გათვლით, სავარაუდოდ, 100 ათასობით ლარის ზარალი მიადგათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ქონებრივი ზარალების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ვახტანგ ებიტაშვილის თქმით, კომპანიაში მხოლოდ და მხოლოდ სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ შენობა-ნაგებობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება. მისივე ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზებისა და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად.

 

 

 

იტვირთბა....