ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება

„ალდაგში“ მხოლოდ “ბავშვთა სამყაროს” შენობა-ნაგებობაა დაზღვეული და არა- მოვაჭრეების ქონება”

 

სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ იყო დაზღვეული. კომპანია ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.
„ალდაგის“ ქონებრივი ზარალების მართვის დეპარტამენტის დირექტორის  ვახტანგ ებიტაშვილის
თქმით, „ალდაგში“ მხოლოდ “ბავშვთა სამყაროს” შენობა-ნაგებობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების ქონება.

“ჩვენი ჯგუფები ინფორმაციის მიღებისთანავე ჩართულები არიან ზარალის რეგულირების პროცესში. აქტიურად ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. ამ ეტაპზე, შენობის შიგნით შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზებისა და ასევე, ზიანის ოდენობის დასადგენად. ჩვენი მხრიდან უმოკლეს დროში მოხდება მოცემული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება“, – განაცხადა ებიტაშვილმა.

წინასწარი  ინფორმაციით, „ბავშვთა სამყაროს“ შენობა და საქონელიც 6 მილიონ ლარად არის დაზღვეული.

„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძარი დაახლოებით, 03:00 საათზე გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 13 000 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე დასაქმებული მოვაჭრეები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს არ გამორიცხავენ.

 

იტვირთბა....