დღეს შენარჩუნდება თოვლიანი ამინდი დასავლეთ და აღმოსავლეთ რაიონებში,-ამის შესახებ “მეტრონომს” ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა:
“მთიან რაიონებში ქარბუქია მოსალოდნელი. ამაღამ ნალექი უნდა შეწყდეს, თუმცა ყინვები გაძლიერდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
დაბლობ რაიონებში -5, -10 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა. აღმოსავლეთ რაიონებში -16-მდე, თბილისში -6-დან -8 გრადუსამდე ველით ყინვას, მაღალმთიან რაიონებში -25 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა.
ხვალ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მცირე თოვლია მოსალოდნელი. 3 თებერვლიდან ტემპერატურა თანდათან მოიმატებს.
თბილისში დღეს -6 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, ხვალ -4, პირველ თებერვალს-6, შემდეგ თანდათან დათბება”-განაცხადა “მეტრონომთან” სვეტლანა ნიორაძემ.

