ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გაიმართა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახლთან არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის“ წევრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს. აქციის წევრების განცხადებით, ყოფილი პრემიერი ხელისუფლებას არაფორმალურად მართავს და სასამართლოს გადაწყვეტილებებში მონაწილეობს.

„გვინდა საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ყველაფერი არის ცირკი რასაც ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს. ეს არის ჩვეულებრივი თეატრი და ამ ერთ თეატრში მონაწილეობს მთელი ქვეყანა.
დროა ივანიშვილმა პირადად აგოს პასუხი და პირადად აიღოს პასუხისმგებლობა ყველა იმ მავნებლობაზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება“,- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, გიგი კუბლაშვილმა.

იტვირთბა....