საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გარდა, დონალდ ტრამპმა კიდევ რამდენიმე სკანდალურ განკარგულებას ხელი მოაწერა. პრეზიდენტმა ადმინისტრაციის თანამშრომლებს სხვა ქვეყნების ინტერესების ლობირება სამუდამოდ აუკრძალა, სხვა ორგანიზაციების სასარგებლოდ საქმიანობა კი მათ თანამდებობის დატოვებიდან 5 წლის შემდეგ შეეძლებათ.
ბარაკ ობამას მმართველობის პერიოდში ეს შეზღუდვა 2 წელი იყო. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა პენტაგონს დაავალა, მომავალი 30 დღის განმავლობაში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგია შეიმუშაონ.