ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

სამართალდამცველებმა ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

1993 წელს დაბადებული ე.ბ., 1988 წელს დაბადებული ს.ბ., 1977 წელს დაბადებული ფ.ე. და 1983 წელს დაბადებული მ.მ. ბათუმში აიყვანეს.

ბრალდებულებმა ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი მათ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, 2 600 ლირა, 3 040 ლირა, 7 172 ლარი და 1 489 დოლარი გამოსძალეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს – დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, გარდა ამისა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე.

იტვირთბა....