ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უმრავლესობაში საპარლამენტო მოდელი განიხილება-ბესელია

პრეზიდენტის არჩევის წესზე დილიდან საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე მსჯელობენ. დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, უმრავლესობაში საპარლამენტო მოდელი განიხილება. მმართველი გუნდი სრულად საპარლამენტო მმართველობას ემხრობა და თვლის, რომ პრეზიდენტის არჩევის წესიც მისი ფუნქციებისა და პოლიტიკური როლის შესაბამისი უნდა იყოს.

„შეიძლება საბოლოო დისკუსიის და მსჯელობის შემდეგ შერეული ტიპის მოდელი იყოს შეთანხმებული. თუ წმინდა საპარლამენტო მოდელზე ვისაუბრებთ და უფლებამოსილებებს გავმიჯნავთ, ამის შემდეგ უფრო ნათელი იქნება ჩემთვის, არჩევის როგორი წესი იქნებოდა უპრიანი და შესატყვისი,“ – აცხადებს ეკა ბესელია.

იტვირთბა....