ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატები სამართლებრივ ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში განაგრძობენ

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატის ლევან სამუშიას თქმით, კაბელების საქმით დადასტურდა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიზებულია და სამართლებრივ ბრძოლას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაგრძობენ.

ამის შესახებ სამუშიამ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა :

„შეწყალების გამოყენებით სამართლებრივ ბრძოლას არ ვაჩერებთ, ის გრძელდება. გავასაჩივრებთ უზენაეს სასმართლოში, მაგრამ უზენაესი სასამართლოს სამართლიანობის დიდი იმედი არ გვაქვს, ვინაიდან, უზენაესი სასამართლოც იმ პოლიტიზებული სასამართლოს ნაწილია და ბუნებრივია, ამას განყენებულად ვერ შევხედავთ.

გარწმუნებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ საქმეზე ის შედეგი დადგება, რაზეც წლების განმავლობაში ვიბრძოდით და დადგინდება სიმართლე, თუმცა ამ ყველაფერს თავისი პროცესუალური წესი აქვს, რაც მკაცრად არის გაწერილი“, – განაცხადა სამუშიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიიორგი მარგველაშვილმა გუშინ, ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი შეიწყალა. ხუთივე მათგანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

იტვირთბა....