ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპი დევნილების მიღებას 120 დღით აჩერებს, სირიელი დევნილების მიღებას კი კრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში დევნილების მიღებას 120 დღით აჩერებს, სირიელი დევნილების მიღებას კი განუსაზღვრელი ვადით კრძალავს.

ამასთან, ტრამპის განკარგულებაში განსაზღვრულია დევნილების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა მიღება მიმდინარე ფინანსურ წელს (რომელიც 30 სექტემბერს სრულდება) იქნება შესაძლებელი და ეს რაოდენობა 50 000-ით იქნება განსაზღვრული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ფინანსური წელი დაიწყო, აშშ-მა უკვე 30 000 დევნილი მიიღო. შესაბამისად, დარჩენილ პერიოდში აშშ 20 000 დევნილს მიიღებს.
ტრამპის განკარგულებით, აუცილებლად შემოღებული იქნება გასაუბრება არაიმიგრაციული ვიზების მისაღებად და დაჩქარდება აშშ-ში შესულების კონტროლის ბიომეტრული სისტემის ამოქმედება.
ამ გადაწყვეტილებას ტრამპი ტერორიზმთან ბრძოლით და ამერიკის მოქალაქეების დაცვით ხსნის.

იტვირთბა....