ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს ტრამპის და პუტინის პირველი სატელეფონო საუბარი შედგება

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, დღეს რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტების პირველი სატელეფონო საუბარი შედგება.

აქამდე იყო მოლოდინი, რომ ტრამპის და პუტინის პირველი ოფიციალური საუბარი არა ტელეფონით, არამედ  პირისპირ გაიმართებოდა და ის რომელიმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდებოდა.

შეხვედრის სავარაუდო ადგილად რეიკიავიკი დასახელდა. თუმცა, ეს ინფორმაცია არც ერთ მხარეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ტრამპი უკვე შეხვდა ვაშინგტონში გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს. მომავალ კვირაში კი რამდენიმე შეხვედრაა დანიშნული.

იტვირთბა....