ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

ზაზა ფაჩულია, NBA-ს ”all stars”- ის სათადარიგო მოთამაშეებს შორის არ დასახელდა

“გოლდენ სტეიტის” ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, NBA-ს ”all stars”- ის  სათადარიგო მოთამაშეებს შორის არ დასახელდა.

დასავლეთკონფერენციას, ”გოლდენ სტეიტის” მთავარი მწვრთნელი, სტივ კერი ხელმძღვანელობს, ამიტომ იყო იმედი, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს მწვრთნელი რეზერვებს შორის მაინც დაასახელებდა.

დასავლეთის კონფერენციაში, 7-კაციანი სათადარიგო შემადგენლობა ასე გამოიყურება: დრეიმონდ გრინი, დემარკუს კაზენსი, კლეი ტომპსონი, რასელ უესტბრუქი, მარკ გასოლი, გორდან ჰეივარდი, დეანდრე ჯორდანი;

აღმოსავლეთის კონფერენცია: კევინ ლავი, კაილ ლავრი, ჯონ უოლი, აიზია ტომასი, კემბა უოლქერი, პოლ ჯორჯი, პოლ მილსაპი.

წელს, ყველა ვარსკვლავის მატჩში მოხვედრის წესები შეიცვალა. დასავლეთკონფერენციაში, ფანებისგან ზაზა ფაჩულიას 1 528 941 ხმა ერგო და თავის პოზიციაზე მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა მას მედიამ და მოთამაშეებმა მხარი არ დაუჭირეს და ქართველი ”ოლ სტარის” სასტარტო ხუთეულის მიღმა დარჩა.

ALl STAR 19 თებერვალს, ნიუ ორლეანში გაიმართება

იტვირთბა....