ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მექსიკის პრეზიდენტმა ტრამპთან შეხვედრა გააუქმა

მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენიამ დონალდ ტრამპთან 31 იანვარს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამის  შესახებ მექსიკის პრეზიდენტი თავის ოფიციალურ Twitter-ზე წერს.

“დღეს დილით შევატყობინე თეთრ სახლს, რომ მონაწილეობას არ მივიღებს სამუშაო შეხვედრაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც 31 იანვრისთვის იყო ჩანიშნული”, – წერს მექსიკის პრეზიდენტი.

პენიამ აგრეთვე აღნიშნა, რომ მექსიკა მზადაა ითანამშრომლოს აშშ-სთან ისეთ საკითხებში, საიდანაც სარგებელს ორივე მხარე ნახავს.

შეგახსენებთ, რომ პენიამ დაგმო ტრამპის განკარგულება მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებასთან დაკავშირებით, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ მაშინ ჯობს შეხვედრა გაუქმდეს.

იტვირთბა....