ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ქუთაისში საინკასაციო მანქანა გაძარცვეს

ქუთაისში, ევდოშვილის ქუჩაზე საინკასაციო მანქანა გაძარცვეს.

საინკასაციო მანქანას, რომელსაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან აღებული თანხა გადაჰქონდა, თავს ერთ-ერთ მაღაზიასთან დაესხნენ. ყაჩაღობის ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას გულისხმობს.

იტვირთბა....